Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ლაშა თაკაშვილის პრეზენტაცია Memoria Accademiae "აგორაზე"

თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტი ხანმოკლე პაუზის შემდეგ აგრძელებს შეხვედრებს "აგორაზე" - სემინარების, მოხსენებების და პრეზენტაციების ციკლს კლასიკური, ბიზანტიური და ახალბერძნული ფილოლოგიის მიმართულებით.

 

2025 წლის 8 მაისს, ხუთშაბათს, 18.00 საათზე ჩვენი ინსტიტუტის ბაკალავრიატის სტუდენტი ლაშა თაკაშვილი წარმოგვიდგენს პრეზენტაციას Memoria Accademiae და გაგვიზიარებს თავის გამოცდილებასა და შთაბეჭდილებებს იტალიაში, Accademia Vivarium Novum-ში ერთწლიანი მობილობის შემდეგ. 

 

გაცნობებთ, რომ ჩვენმა ინსტიტუტმა 2023 წლის გაზაფხულზე თანამშრომლობა დაიწყო Academia Vivarium Novum-თან, რომელიც დღეისათვის კლასიკური ენებისა და ანტიკური კულტურის შემსწავლელ ერთ-ერთ მნიშვნელოვან ცენტრს წარმოადგენს. ეს არის ადგილი ფრასკატიში, რომის მახლობლად მდებარე ქალაქში, სადაც სტუდენტები მთელი მსოფლიოდან ეუფლებიან კლასიკურ ენებს ე.წ. ბუნებრივი მეთოდით, ისმენენ ლექციებს ანტიკური ლიტერატურისა და კულტურის შესახებ ძველ ბერძნულ და ლათინურ ენებზე და თავად იწყებენ საუბარს ამ "მკვდარ ენებზე". ლექცია-სემინარებს ატარებენ არა მხოლოდ ადგილობრივი ლექტორები, არამედ წამყვანი მეცნიერები მთელი მსოფლიოდან.

 

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. N 13, მეორე სართული, აუდიტორია N 220

ინსტიტუტის დირექცია 

თარიღი: 05/05/2025